Public School Of Gurna

ტყიბულის რაიონის სოფელ გურნის საჯარო სკოლა უკვე ორმოცდაათი წელია ფუნქციონირებს. დიდი ტრადიციებისა და გამოცდილების მქონე სკოლაში ამჯამად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლაში ტარდება ინტეგრირებული გაკვეტთილები და ასევე 2008-2009 სასწავლო წელს ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელთა მიზანი მოსწავლეთათვის ახალი უნარ-ჩევების შეძენა და ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავებაა. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოახდინონ კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. თუმცა ამ კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემებიც. სკოლას არა აქვს ინტერნეტი...
2009 წლიდან სკოლას ახალი დირექტორი ბატონი გიორგი ნანიკაშვილი ხელმძღვანელობს.
სკოლის მოსწავლეები გასულ წლებში წარმატებით მონაწილეობდნენ როგორც რაიონულ ასევე რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. 2008-2009 სასწავლო წლებში სკოლა მონაწილეობას იღებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
ასევე მონაწილეობს კონფერენციებში და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში.

კონტაქტი:
საქართველო, ტყიბულის რაიონის სოფელი გურნა
ტელ:890 252506
Contact:
Georgia, Village Gurna
Tel: (+995 90 252506)
E-mail: gurna-gov@rambler.ru

ახალი ამბები

  • NEW! 25 თებერვალს სკოლაში ტარდება 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი მინი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდის ისტორიული მიმოხილვა და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები.
  • NEWS! სკოლის ბიზნეს კლუბი მონაწილეობას იღებს მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადაში  "ერთად ვაშენოთ ქვეყანა" ბიზნეს გეგმა წარდგენილ იქნება 20 მაისსშ ხოლო 10 ივლისს თბილისის ივ. ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიზნეს გეგმა მეფუტკრეობის განვიარებას და აფლის ბიზნესისი დაწყებას გულისხმობს.